ბრიუსელში 11 იანვარს დაიწყო და 19 იანვრამდე გაგრძელდება ევროკომისიის წევრობის კანდიდატთა მოსმენები. 13 იანვარს დეპუტატების წინაშე წარდგა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისრობის კანდიდატი შტეფან ფიულე, რომელმაც გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მხარი დაუჭიროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებას. ამასთან, ჩეხი დიპლომატის გამოსვლისას გაირკვა, რომ ევროკავშირის წევრობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ უკრაინასა და აღმოსავლეთით მდებარე სხვა მეზობელ ქვეყნებს.
ევროკავშირის შიგნით ჭარბობს მოსაზრება, რომ ვიდრე ევროპას თავისი საბოლოო საზღვრები არ დაუდგენია, უახლოეს მომავალში მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ კავშირში შესვლის შანსი. თურქეთი, მართალია, კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ მისთვის ფატალურ როლს თამაშობს საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობა.
ევროკავშირის გაფართოების მიზეზის მხარდაჭერისას შტეფან ფიულემ თავისივე სამშობლოს - ჩეხეთის - მაგალითი მოიტანა და, ისტორიული სამართლიანობის გარდა, ილაპარაკა იმაზეც, თუ როგორ გავლენას ახდენს კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა რეფორმების შემდგომ განხორციელებაზე:
„ჩემთვის გაფართოება პორტფელის პოლიტიკაზე მეტია. მან შეცვალა ჩემი ქვეყანა და ჩემი საკუთარი ცხოვრება, მთლიანად შეცვალა ევროპა. მან აღადგინა მილიონობით ადამიანის იმედი და ღირსება. აი, რატომაა, რომ მყარად ვუჭერ მხარს შემდგომ გაფართოებას“, - განაცხადა კომისრობის კანდიდატმა.
ჩეხი დიპლომატი შედარებით უცნობი და გამოუცდელია ევროპის კავშირის არენაზე, თუმცა ამფითეატრის მსგავს დარბაზში, სადაც სამსაათიანი მოსმენა გაიმართა, შტეფან ფიულეს თავი თამამად ეჭირა. ეჭვი არავის შეუტანია მის ცოდნასა და შესაძლებლობებში, თუმცა გაკვრით ახსენეს მისი კომუნისტური წარსული. გასული საუკუნის 80-იან წლებში შტეფან ფიულე იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი და სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში.
ექსპერტთა შეფასებით, ბრიუსელში გამართული შედარებით მშვიდი მოსმენები იმის მანიშნებელია, რომ ლისაბონის ნანატრი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის თავზე ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფები სერიოზული პოლიტიკური ძვრების თავიდან აცილებას ცდილობენ.
საგარეო პოლიტიკაში შესაბამისი დანიშვნები განიხილება როგორც ევროკავშირის ნორმალური ფუნქციონირების გასაღები, ამიტომაც კეტრინ ეშტონისა და შტეფან ფიულეს მოსმენებმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. არადა, სულ თავიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროკომისიის თავკაცი ხოსე მანუელ ბაროზუ ასუსტებდა კეტრინ ეშტონს - საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, როცა მისი პორტფელიდან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის მიმათულებას გამოყოფდა, თუმცა ფიულეც და ეშტონიც ყოველთვის ერთიანი ფრონტით გამოსვლას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ჩეხმა დიპლომატმა მთლიანად გაიზიარა ეშტონის მიერ ჩამოყალიბებული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი.
ამასთან, შტეფან ფიულემ 13 იანვრის მოსმენაზე გაიმეორა ის, რასაც მისი წინამორბედი ფინელი დიპლომატი ოლი რენი ხუთი წლის განმავლობაში ამბობდა: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმატებულ ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საკუთრივ ევროკავშირის სტაბილურობისათვის და ამ ქვეყნების კავშირში გაწევრიანება მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა:
„ესაა პრიორიტეტი, რომელზედაც მექნება ყურადღება გამახვილებული უახლოესი წლების განმავლობაში. ასევე დარწმუნდებით, რომ არ ვაპირებთ დასავლეთ ბალკანეთის არც ერთი ქვეყნის მიტოვებას.“
შტეფან ფიულემ ასევე განაცხადა, რომ შეეცდება დააჩქაროს ხორვატიის, მაკედონიის, სერბიის, ბოსნიის, ალბანეთისა და, საბოლოო ჯამში, კოსოვოს კავშირში მიღება. თუმცა სავსებით გამორიცხა თურქეთის „პრივილეგირებული პარტნიორობა“ ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.
ამასთან, შტეფან ფიულე ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებს „უფრო ღრმა“ ურთიერთობასა და „მეტისმეტად ინტენსიურ დიალოგს“ დაჰპირდა, მაგრამ პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას: კვალიფიცირდებიან თუ არა ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები - უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა - როგორც „ევროპული ქვეყნები“ იმ პირობების შესაბამისად, რომელიც გადმოცემულია ეკროკავშირის ძირითად შეთანხმებებში. შტეფან ფიულემ თქვა, რომ უკრაინა არაა მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ იქვე შენიშნა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არის უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების კარგი საშუალება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის ამგვარი პოზიცია დიდი დარტყმაა უკრაინისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას არასოდეს დაჰპირებიან ევროკავშირში მიღებას. ფიულეს ნათქვამმა, ალბათ, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებშიც, როცა ღიად განაცხადა, გასათვალისწინებელია რეგიონში რუსეთის ინტერესებიო:
„აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ჩემი წარმოდგენით, ესაა მომავალი, რომელშიც ყველა ქვეყანა თავად განსაზღვრავს, დაუახლოვდეს ევროკავშირს თუ დაუახლოვდეს რუსეთს. აქ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას და წინააღმდეგობას. არ მგონია, რომ ამ ქვეყნებმა აუცილებლად არჩევანი უნდა გააკეთონ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირსა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას შორის.“
სხვა კონტექსტში, ფიულემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უნდა იყოს ევროკავშირის კონსტრუქციული პარტნიორი და რუსეთმა უარი უნდა თქვას აღმოსავლეთ ევროპაში დომინირებისათვის საჭირო „ნულოვანი ჯამის“ ნებისმიერ სტრატეგიაზე. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას ჩეხმა დიპლომატმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკება ისეთი გზით უნდა წარიმართოს, რომ ორივე მხარე მოგებული დარჩეს, თუმცა იქვე დაამატა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი კვლავინდებურად უადგილოაო.