Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ორ ინგუშს რკინიგზაზე აფეთქებასთან დაკავშირებით


რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ორ ინგუშს მოსკოვი-პეტერბურგის სამგზავრო მატარებლის აფეთქებასთან დაკავშირებით. სალამბეკ ჯახკიევს ათი წლით, ხოლო მაქშარიპ ხიდრიევს ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. საქმე ეხება 2007 წლის აგვისტოში რკინიგზაზე მოწყობილ აფეთქებას, რის შედეგადაც მოსკოვი-პეტერბურგის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. დაშავდა 19 ადამიანი. გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰყვა ამავე მარშრუტზე 2009 წლის ნოემბერში მოწყობილ აფეთქებას: მან 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა 90-მდე მგზავრი.
XS
SM
MD
LG