Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ჰაიტიში ჩავიდა კატასტროფის შედეგების გასაცნობად


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინოტონი ჰაიტიში ჩავიდა სამშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგების უშუალოდ გასაცნობად. პრეზიდენტ რენე პრევალთან მოლაპარაკებების შემდეგ კლინტონმა ჰაიტელებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები ყოველ ღონეს იხმარს, რათა მათი ქვეყანა კატასტროფის შემდეგ უფრო ძლიერი და უფრო უკეთესი გახდეს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის წინამორბედებს, ჯორჯ ბუშსა და ბილ კლინტონს სთხოვა, კოორდინაცია გაუწიონ ჰაიტის დასახმარებელ კამპანიას. გაეროს თანახმად ეს ყველაზე მძიმე კატასტროფაა, რომელთანაც ორგანიზაცის ჰქონია საქმე. ჰაიტის შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლ ანტუან ბიენ-ემმა თქვა, რომ უკვე ნაპოვნია 50 ათასი გვამი და რომ საბოლოო რიცხვი სავარაუდოდ 100 ათასიდან 200 ათასამდე იქნება.
XS
SM
MD
LG