Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში ყოფილი პრეზიდენტის უზარმაზარი ძეგლის მოხსნას აპირებენ


თურქმენეთის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება მისი წინამორბედის, ავტორიტარული მმართველობით ცნობილი საფარმურატ ნიაზოვის უზარმაზარი ძეგლის მოხსნის შესახებ. საქმე ეხება 2006 წლის დეკემბერში გარდაცვლილი ნიაზოვის უდიდეს და ყველაზე ცნობილ გამოსახულებას: 12-მეტრიან ოქროს ძეგლს, რომელიც 75-მეტრიან კვარცხლბეკზეა აღმართული და საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებს - სახე მუდამ მზისკენ აქვს მიმართული. პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი დღეს გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნავს, რომ მონუმენტს მარტში მოხსნიან და სხვა ადგილას, აშხაბადის სამხრეთით აღმართავენ. ბერდიმუხამედოვმა უკვე რამდენიმე ზომას მიმართა ნიაზოვის პიროვნების კულტის საწინააღმდეგოდ.
XS
SM
MD
LG