Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კიდევ ერთი რეფორმისტული გაზეთი აკრძალეს


ირანის საინფორმაციო სააგენტო "ისნას" ცნობით, დღეს აკრძალეს თეირანში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი „ფარჰანგ’ე აშტი“. პრესის მაკონტროლებელმა უწყებამ რეფორმისტულ გაზეთს ლიცენზია გაუუქმა პრესის შესახებ კანონის განმეორებით დარღვევის ბრალდებით. დეკემბერში ამავე უწყებამ აკრძალა ორი გაზეთი „პრესის შესახებ კანონით განსაღზვრულ წესებს მიღმა მუშაობის" გამო.
XS
SM
MD
LG