Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი საჭიროდ მიიჩნევს ჰაიტიზე სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდას


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, 2000 ჯარისკაცი და 1500 პოლიციელი დაამატონ სამშვიდობო კონტინგენტს ჰაიტიში, სადაც ამჟამად 9000-მდე მშვიდობისდამცველია განთავსებული. ბან კი მუნმა, რომელიც კვირას 6 საათით ეწვია ჰაიტის, ამის შესახებ დღეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში უთხრა ჟურნალისტებს. დღესვე ევროკავშირი 575 მლნ დოლარს (ანუ, 400 მლნ ევროზე მეტს) დაჰპირდა მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის გადაუდებელი დახმარების სახით და რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად. ამასობაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ ჰაიტის დედაქალაქ პორტ ო პრენსში სულ უფრო მწვავდება ძალადობისა და მაროდიორობის პრობლემა. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ გასული კვირის სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 200 000 მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG