Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინაში ელჩს გააგზავნის


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს უკრაინაში ელჩს, მიხაილ ზურაბოვს კიევში მუშაობის დაწყება დაავალა. იმავდროულად ზურაბოვი დაინიშნა პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლად უკრაინასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხებში. აქამდე მოსკოვსა და კიევს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეჩერებული იყო 5 თვის მანძილზე. მედვედევმა ზურაბოვი 2009 წელს დანიშნა უკრაინაში ელჩად, მაგრამ არ გაუგზავნია კიევში, მედვედევის განმარტებით, პრეზიდენტ იუშჩენკოს „ანტი-რუსული პოლიტიკის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. კვირას უკრაინაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგად გაირკვა, რომ იუშჩენკოს მორიგი ვადით არ აირჩევენ.
XS
SM
MD
LG