სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არჩევნების პირველი ტური ეუთომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წინა არჩევნებთან შედარებით პროგრესულად შეაფასა, რასაც აშშ უკრაინაში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელოვან დასტურად მიიჩნევს. ვაშინგტონი იმედს გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც წარმატებით ჩატარდება. აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მზად არის მუშაობისთვის იმ ლიდერთან, რომელსაც უკრაინელი ხალხი პრეზიდენტად აირჩევს.
ყველაზე პოპულარული
1