Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი: თალიბანის მებრძოლები ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდნენ


ავრანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ”ბიბისისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს გამოაქვეყნოს გეგმა, რომელიც თალიბანის მებრძოლებს ფულსა და სამსახურს შესთავაზებს მათ ”ნორმალური ცხოვრებაში” ჩასართავად. ამ გეგმას, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებრიობა დააფინანსებს. ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას, ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ გეგმას მხარს დაუჭერენ. იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გეგმის განსახორციელებლად ფულს გამოყოფს, იაპონიაც იქნება.

XS
SM
MD
LG