Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა აშშ განცხადებას ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გეგმაზე


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის აუქმებს შეერთებულ შტატებთან სამხედრო გაცვლის პროგარმას და უშიშროების საკითხებზე მოლაპარაკებას იმის გამო, რომ ვაშინგტონი აპირებს, 6,4 მილიარდი დოლარის იარაღი მიჰყიდოს ტაივანს. საგარეო უწყება აცხადებს ასევე, რომ სანქციებს შემოიღებს ტაივანთან გარიგებაში მონაწილე ამერიკული ფირმების წინააღმდეგ. ჩინეთის ეს რეაქცია ერთ დღეში მოჰყვა ობამას ადმინისტრაციის განცხადებას, რომ აპირებს იარაღის მიყიდვას ტაივანისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის რეაქციას უპასუხა განცხადებით, რომ იარაღის მიყიდვა ემსახურება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში. ჩინეთი თავის სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს ტაივანს.
XS
SM
MD
LG