Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და ცხინვალი უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ


რუსეთისა და მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მიმოსვლის უვიზო რეჟიმის შეთანხმებას მოაწერეს. მოსკოვში, მურატ ჯიოევთან შეხვედრისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი მათი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მიხედვით წარიმართება. აღიარების პროცესის ამჟამინდელ ტემპს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორმალური უწოდა. ”ყოველ შემთხვევაში, პროცესი იმაზე სწრაფია, ვიდრე საბჭოთა რუსეთის აღიარება იყო” - განაცხადა ლავროვმა. მოსკოვისა და ცხინვალის მიერ მიმოსვლის უვიზო რეჟიმის შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკანონო პოლიტიკის გაგრძელებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გარდა, მოსკოვის კიდევ ერთ ცინიკურ ნაბიჯად შეაფასა. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მთელი მსოფლიოსთვის კარგად ცნობილია, რომ მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პასპორტებს არიგებს.
XS
SM
MD
LG