Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლო რამზან კადიროვის სარჩელს განიხილავს


მოსკოვის სასამართლოში დღეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის - რამზან კადიროვის სარჩელის განხილვა იწყება. კადიროვი ”ნოვაია გაზეტას” პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივის. კადიროვის ადვოკატმა ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ მოსარჩელეს ”ნოვაია გაზეტაში” 2008-2009 წლებში გამოქვეყნებული 6 სტატიის მიმართ აქვს პრეტენზია. კადიროვი თვლის, რომ სტატიებში მას უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, რაც მის რეპუტაციას ლახავს. ჩეჩნეთის პრეზიდენტი ”ნოვაია გაზეტასგან” ინფორმაციის უარყოფას და 800 ათასი რუბლის კომპენსაციას ითხოვს. ”ნოვაია გაზეტას” მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა კადიროვის სარჩელზე თქვა): ”კარგია, რომ სასამართლო და არა სხვა საშუალებებია გამოყენებული სამართლიანობის მიღწევისთვის”.
XS
SM
MD
LG