Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტს იწყებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი, რომელიც თბილისში ერევნიდან ჩამოვა და ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ყაზახი დიპლომატი უკვე შეხვდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ერევანში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუდაბაევმა განაცხადა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სტატუსით, პირველი ვიზიტი სწორედ სამხრეთ კავკასიაში დაგეგმა, რადგან ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო მთიანი ყარაბაღის პრობლემის დაძლევას იმპულსს აძლევს, თუმცა, რეალურად კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ
XS
SM
MD
LG