Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს


დღეს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებისა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესვე საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის მიღებას აღნიშნავს. ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის შემდეგ. ტაძარში ავტოკეფალიის ოქმიც გამოიფინა. ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველი წლის დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს. დიდმარხვა 15 თებერვალს დაიწყო და 4 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება.
XS
SM
MD
LG