25 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი და ზურაბ დანელია, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანადგომის” აღმასრულებელი დირექტორი. მათ ისაუბრეს საქართველოში ცე-ჰეპატიტის გავრცელების პრობლემაზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში ცე-ჰეპატიტის გავრცელება 6,7%-ია, რაც რაოდენობრივად 200 ათასამდე პირს უდრის და ძალიან მაღალი მაჩვენებელია სამხრეთი კავკასიის რეგიონისთვისაც კი. დავით ოთიაშვილმა და ზურაბ დანელიამ აღნიშნეს, რომ ეს მინიმალისტური მაჩვენებელია და პრობლემა საქართველოში კიდევ უფრო მწვავედ დგას. იმის გამო, რომ სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა რამდენიმე ათასი დოლარი ღირს, ინფიცირებულ პირთა უმრავლესობას არ აქვს მკურნალობის საშუალება. სწორედ ამიტომ, ქართველი სპეციალისტები თვლიან, რომ აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, იმ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება, რომლებმაც უკვე გადადგეს ნაბიჯები ამ პრობლემის დაძლევისკენ.
დილის სტუმრები: დავით ოთიაშვილი და ზურაბ დანელია

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1