Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადატრიალების ბრალდებით, თურქეთში კიდევ ორ ყოფილ გენერალს წაუყენეს ბრალდება


თურქეთის სასამართლომ ბრალდება წაუყენა კიდევ ორ გადამდგარ გენერალს, რომ ისინი სამხედრო გადატრიალების მომზადებათან იყვნენ დაკავშირებული. რიცხვი ამხედროებისა, რომლებსაც სავარაუდო გადატრიალებასთან კავშირი ბრალდებათ, 30 მეტია. ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, დააკავეს გადამდგარი გენერალი ჩეტინ დოგანი, თურქეთის პირველი არმიის მეთაური, და გენერალ-ლეიტენანტი ენგინ ალანი, სპეციალური ჯარის ყოფილი მეთაური. თურქეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა რიცხვი 33-ია. მათ ბრალად ედებათ 2003 წელს პრემიერ ერდოანის ისლამისტური ძირების მქონე მთავრობის დამხობის მიზნით გადატრიალების მომზადებასთან კავშირი. ერდოანმა პარასკევს თქვა, რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა და რომ თურქეთის დემოკრატიის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეები გასამართლდებიან.
XS
SM
MD
LG