Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზებაში დახმარებას სთხოვს საფრანგეთს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს ფრანგ ინვესტორებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზებაში. საფრანგეთში გუშინ დაწყებული სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს, მედვედევი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა და შეაქო, მისი შეფასებით, „უპრეცედენტო“ ეკონომიკური პარტნიორობა. გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და მისმა რუსმა კოლეგამ დაადასტურეს, რომ დაწყებულია მოლაპარაკება რუსეთისთვის ფრანგული წარმოების ოთხი საბრძოლო ხომალდის მიყიდვის შესახებ. გაკეთდა განცხადება რამდენიმე სხვა შეთანხმებაზეც, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.
XS
SM
MD
LG