Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ისევ ძლიერი ქარია


ძლიერი ქარის გამო თბილისში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქარმა ათობით საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა და ხეები წააქცია. მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა თბილისის მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან დღეს თავი მაქსიმალურად შეიკავონ. შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ქარიშხალმა თბილისში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღევანდელი ძლიერი ქარი მხოლოდ ღამით შესუსტდება.
XS
SM
MD
LG