აშშ-ში თურქეთის ელჩი ნამიკ ტანი სამშობლოში დაბრუნდა, რათა თურქეთის ლიდერებთან ერთად განიხილოს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც „გენოციდად“ მოიხსენიებენ თურქეთში პირველი მსოფლიო ომის წლებში სომხების დახოცვას. ნამიკ ტანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ის პრეზიდენტ აბდულა გიულს, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმეთ დავუთოღლუს შეხვდება. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელები განიხილავენ, გაიმართება თუ არა ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში სრული შემადგენლობით.