Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოება ნდობას უთხრის ძირს


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასახლებების გაფართოების თაობაზე ისრაელის გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ნდობას უთხრის ძირს. ბაიდენი ამ განცხადებით დასავლეთის სანაპიროს ქალაქ რამალაში, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. სამშაბათს ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმის ებრაულ დასახლებაში კიდევ 1,600 საცხოვრებელი ერთეულის აშენების გეგმა. პალესტინელთა ლიდერები - რომლებმაც ახლახან თანხმობა თქვეს ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპარაკებაზე, შეერთებული შტატების შუამავლობით - ამ ნაბიჯს „ზიანის მომტანს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას „დიდ წინაღობას“ უქმნის. პალესტინელებსა და ისრაელს შორის ბოლო 14 თვის განმავლობაში მოლაპარაკება შეწყვეტილია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოების მიმართ პალესტინელების წინააღმდეგობაა.
XS
SM
MD
LG