Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო “ჰერეთი” საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს


რადიო “ჰერეთის” დირექტორი რამაზ სამხარაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ომბუდსმენის აპარატს თხოვნით მიმართავს, რომ რადიო “ჰერეთს” დედაქალაქში ლიცენზიის მიღებაში დახმარება გაუწიონ. “კანონის მიხედვით, 2004 წლის შემდეგ, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის საფუძველზე კომისია ან გამოაცხადებდა კონკურსს ახალი ლიცენზიის მაძიებლისთვის, ან არ გამოაცხადებდა. საქმე იმაშია, რომ ეს კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა.”, - განაცხადა რამაზ სამხარაძემ პრესკონფერენციაზე. რადიო “ჰერეთისთვის” გაგზავნილ ოფიციალურ წერილში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიების გაცემის საკითხი სპეციალური კვლევის შემდეგ გადაწყდება. კომისიაში ამტკიცებენ, რომ კვლევა დაწყებულია, თუმცა ვერ ასახელებენ ვადებს, თუ როდის დასრულდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, _ აცნობეს “მედიანიუსს” რადიო “ჰერეთიდან”.
XS
SM
MD
LG