Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილი: ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები აუცილებელია


ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ტელეიმედის გადაცემამ, რეალური ვითარება სრულიად შეცვალა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები აუცილებელია. ლეიბორისტთა ლიდერის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველა მეთოდით ცდილობს ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს, რაც ხელს ყველაზე მეტად თავად სააკაშვილს აძლევს. ნათელაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებასა და გამოსავალზე ოპოზიციური პარტიები თბილისში, 22 მარტს იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG