Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიამ თვითმმართველობის არჩევნებს იმედის არჩევნები უწოდა


“ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს ალიანსი უახლოეს ხანში წარადგენს. ამომრჩევლებთან დღევანდელი შეხვედრისას ალასანიამ თვითმმართველობის არჩევნებს იმედის არჩევნები უწოდა. ”უნდა მივაღწიოთ მთავარ გამარჯვებას და ხელისუფლების გარკვეული დონე არჩევნების გზით შევცვალოთ” - განაცხადა ალიანსის ლიდერმა.
XS
SM
MD
LG