Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სკოლის დირექტორის მოკვლას საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა


პაკისტანის ქალაქ კუეტაში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს კერძო სკოლის დირექტორი, ფაზლე ბარი. ბარის, რომელიც პაკისტანში განათლების სფეროს ცნობილი მოღვაწე იყო, მანქანიდან ესროლეს, როცა ის სამსახურში მიემგზავრებოდა. ადგილობრივი პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბარი ადგილზევე გარდაიცვალა, დაიჭრა მისი მძღოლი. ჩვენი რადიოს ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მოგვიანებით 250-მა მოსწავლემ კუეტას მთავარი ქუჩა გადაკეტა სკოლის დირექტორის მკვლელობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად. კუეტასა და ბალუჩისტანის პროვინციის სხვა დასახლებებში ბოლო ხუთი დღის მანძილზე მოწყობილი მიზანმიმართული იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 18 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG