Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ოთიაშვილი


დავით ოთიაშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი
დავით ოთიაშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი
25 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ცდილობს პოლიტიკოსები დაარწმუნოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საჭიროებაში, რისთვისაც ბოლო დროს არაერთი შეხვედრა გამართა. დავით ოთიაშვილმა მსმენელს შეახსენა, რომ ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” 58 ათასი მოქალაქის მხარდაჭერის საფუძველზე პარლამენტში ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 5 კანონში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას, რომელთა მიზანი ნარკოტიკების მომხარებელთა დეკრიმინალიზაციაა. არც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის და არც პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დღემდე არ განხილულა. ოთიაშვილი თვლის, რომ უპრიანი იქნებოდა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის მცირე რაოდენობის ფლობის გამო პირის დაკავებისა და ციხეში ყოფნის ხარჯი ასეთი ადამიანების მკურნალობას მოხმარდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG