13 მარტის იმიტირებული ”ქრონიკა” არაჭკვიანური და უსარგებლო იყო. ამ ტელერეპორტაჟს პოზიტიურად ვერ განვიხილავთ - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრის წინ. შეხვედრა ბრიუსელში, “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობის ფარგლებშია დაგეგმილი.