Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარამიძე: ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აუცილებელ რეფორმებს საქართველო ორ-სამ წელიწადში დაასრულებს


ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აუცილებელ რეფორმებს საქართველო ორ-სამ წელიწადში დაასრულებს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეისთან” ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ნატოს წევრობისთვის საქართველოს ტექნიკურად მზადყოფნის შემდეგ, ყველაფერი ალიანსის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ბარამიძის თქმით, ნატოს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს გაწევრიანებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, ამიტომ თბილისს მოუწევს მათი დარწმუნება, რომ ალიანსში საქართველოს ყოფნა პრობლემებს არ შეუქმნის. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნატოს წევრობა საქართველოს ძალას შემატებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნის მისაღწევად და ასევე, რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG