Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერის აზრით, საბერძნეთის ფინანსური კრიზისი „ევროპას უქმნის საფრთხეს“


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დღეს გამოვიდა განცხადებით, რომ დიდძალი ვალების მქონე საბერძნეთი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ფინანსურ საფრთხეს უქმნის. ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე გამოსვლისას მერკელმა თქვა, რომ გერმანია საბერძნეთისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მხრიდან დახმარების გამოყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ სხვა გზა არ იქნება დარჩენილი. უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ გადაწყვიტონ საბერძნეთს ევროკავშირმა უნდა გამოუყოს დახმარება, თუ ათენმა ამისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა მიმართოს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპადრეუმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ევროს სტაბილიზებისთვის იმუშაონ.
XS
SM
MD
LG