Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მოკლე ვიზიტით ეწვია ავღანეთს - პრეზიდენტის რანგში პირველად


აშშ-ის პრეზიდენტი მოკლე, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, რაც, პრეზიდენტის რანგში, მისი პირველი სტუმრობა იყო ამ ქვეყანაში. მან ქაბულში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ავღანეთში კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა ჩამორჩეს სამხედრო წარმატებებს ექსტრემისტებთან ბრძოლაში. ობამა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა ქაბულთან მდებარე ბაგრამის აეროდრომზე და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ წარმატებით შეასრულებენ დაკისრებულ მისიას. „წინ კიდევ იქნება რთული დღეები. იქნება წარუმატებლობებიც. ჩვენს წინაშე შეურიგებელი მტერი დგას. ჩვენ ვიცით ისიც, რომ შეერთებული შტატები საქმეს თავს არ ანებებს, თუ რამის გაკეთება აქვს დაწყებული“, განაცხადა ობამამ. ის ავაღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალს, გენერალ სტენლი მაკკრისტალს და ავღანეთში აშშ-ის ელჩ კარლ ეიკენბერისაც შეხვდა, ვიდრე სამშობლოში გაემგზავრებოდა. ვიზიტმა ექვსი საათი გასტანა.
XS
SM
MD
LG