Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლაი პატრუშევი: საქართველოს სპეცსამსახურების ცალკეულ თანამშრომლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კონტაქტი აქვთ


მოსკოვის მეტროში ორშაბათს მომხდარი ტერაქტების გამოძიებისას ყველა ვერსიის, მათ შორის საქართველოს შესაძლო კავშირის გამოძიებას მიიჩნევს საჭიროდ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი. გაზეთ ”კომერსანტის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ რუსეთის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურების ცალკეულ თანამშრომლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კონტაქტი აქვთ, ამიტომ ამ ვერსიის შემოწმებაც აუცილებელია. ამავე ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებები არაპროგნოზირებადია და მისგან ომის განახლება გამორიცხული არ არის. პატრუშევის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს სამხედრო დამხარებას განაგრძობს, რასაც რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG