საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვდინენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის წევრები. 6 აპრილს საქართველსო პარლამენტში საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. შედგება შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, მიხეილ მაჭავარიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ წეროვანის დევნილთა ბანაკს, ერგნეთს, გორს, სადაც გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს 9 აპრილს დატოვებენ.
ყველაზე პოპულარული
1