1990-იანი წლების ეთნიკური ომების მემკვიდრეობის გადალახვის მიზნით ხორვატიის პრეზიდენტმა, ივო იოსიპოვიჩმა მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი გადადგა - ის ხოცვა-ჟლეტის ადგილს ეწვია და პატივი მიაგო ხორვატების მიერ მოკლული ბოსნიელების ხსოვნას.
ხორვატიის პრეზიდენტი, ივო იოსიპოვიჩი ბოსნიის ცენტრში მდებარე სოფელ აჰმიჩის ესტუმრა და პატივი მიაგო იმ 116 მუსულმანის ხსოვნას, რომლებიც იქ 1993 წელს ხორვატებმა დახოცეს.
პრეზიდენტმა მკვლელობის ადგილას ყვავილების გვირგვინი მიიტანა. ნიშანდობლივია, რომ მას თან ახლდნენ ბოსნიის კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, არქიეპისკოპოსი კარდინალი ვინკო პულიჩი და ბოსნიის დიდი მუფტი, მუსტაფა ჩერიჩი.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების პასუხად, რომელმაც პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა დასძინა, დახოცილებს ბოდიში ვერ დააბრუნებსო - იოსოპოვიჩმა შემდეგი განაცხადა: „დიდი მადლობა. მე გულით მჯერა, რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება. აქ მცხოვრები ყველა ხალხის წარმომადგენლებმა ძალიან დიდი ტანჯვა გამოიარეს და ისინი უკეთეს მომავალს იმსახურებენ.“
იოსიპოვიჩის ვიზიტი ყველაზე მკვეთრი სიგნალია იმ ნაბიჯებს შორის, რომელიც ხორვატიის ახალმა პრეზიდენტმა მეზობელი ბალკანური სახელმწიფოების მისამართით გადადგა.
1990-იან წლებში ზაგრები სეპარატისტ ბოსნიელ-ხორვატ ლიდერებს უჭერდა მხარს და უშუალოდ ჩაერთო ბოსნიაში მიმდინარე ომში.
1993 წლის 16 აპრილს აჰმიჩიში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ზაგრების მხარდაჭერით მოქმედი ბოსნიელი ხორვატების მიერ ჩადენილი ყველაზე მასშტაბური ომის დანაშაული იყო.
ეთნიკურად შერეული შემადგენლობის მოსახლეობის მქონე სოფელზე თავდასხმა წინასწარ კარგად დაიგეგმა. იერიშის მიტანამდე განხორციელდა სოფლიდან ხორვატი მოსახლეების ევაკუაცია. შემდეგ ხორვატები სოფელს და მის ახლოს მდებარე კიდევ დაახლოებით 20 დასახლებას თავს დაესხნენ ქვეითი ჯარით და ნაღმსატყორცნებით. მათ მუსულმანი მოსახლეობა დახოცეს და მათი სახლები დაწვეს.
ეს ნაბიჯი აღქმულ იქნა, როგორც ბოსნიელი მუსულმანებისთვის მიცემული გაფრთხილება, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ის ადგილები, რომლებზეც პრეტენზიას ბოსნიელი ხორვატების ლიდერები აცხადებდნენ.
ბოსნიელი ხორვატების ლიდერები ხოცვა-ჟლეტის ამ ფაქტს წლების განმავლობაში უარყოფდნენ ან მასში სერბებს ადანაშაულებდნენ. მაგრამ ჰააგის სასამართლომ ამ ფაქტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა. ერთ-ერთ ორგანიზატორს, ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატების ყოფილ ლიდერ დარიო კორდიჩს 25 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
იოსიპოვიჩი ორი თვის წინ გახდა პრეზიდენტი. მას შემდეგ ის აქტიურად ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესებას ხორვატიის ყველა ბალკანელ მეზობელთან. ეს ინიციატივა, თავის მხრივ, ნაწილია უფრო ფართო მცდელობისა, ხორვატიამ გადალახოს 1990-იანი წლების ომებით შექმნილი მემკვიდრეობა.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის კორესპონდენტ ენის ზებიჩის აზრით, ბოსნიაში იოსიპოვიჩის მიმდინარე ვიზიტი სამი ძირითადი აუდიტორიისთვის გაგზავნილი სიგნალია. პირველია თავად ხორვატია, მეორე ბოსნია, მესამე ადრესატისთვის კი ევროკავშირი წარმოადგენს: „ხორვატიას ევროკავშირში გაწევრიანება რაც შეიძლება მალე სურს. ბრიუსელში და ასევე ზაგრებში არსებული მოსაზრებით, კავშირში გაწევრიანებისას ხორვატიისთვის საუკეთესო გარემო დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობით შეიქმნება. რეგიონში ლიდერად ქცევა ხორვატიის სურვილს არ წარმოადგენს, თუმცა მას ყველაფრის გაკეთება სურს იმისათვის, რომ რეგიონში სტაბილურობა დამყარდეს.“
თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად შეძლებს ხორვატია მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ პროცესში ყველაზე დიდ პრობლემას არა ბოსნია, არამედ სერბია წარმოადგენს.
ბელგრადთან ზაგრების ურთიერთობაზე ჯერ კიდევ ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას 90-იანი წლების დამდეგს საკუთრივ ხორვატიასა და სერბიას შორის მომხდარი ომი, ისევე, როგორც ხორვატიის კრაინის რეგიონიდან ეთნიკური სერბების განდევნის ფაქტი და ახლახან ზაგრების მიერ კოსოვოს აღიარება.
თუმცა, პრობლემების მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ ბოსნიაში იოსიპოვიჩის მიმდინარე, ორდღიანი ვიზიტი მაინც მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში. ბალკანეთის ომების შემდეგ ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეზობელ ქვეყანას ესტუმრა და მისი ქვეყნის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
ბოსნიაში ვიზიტის ფარგლებში იოსიპოვიჩი და მისი ბოსნიელი მასპინძლები სოფელ გრაბოვიცისაც ეწვივნენ. ამ სოფელში 1993 წელს ბოსნიელი ხორვატი სამოქალაქო პირები ბოსნიელმა მუსულმანებმა დახოცეს.