Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას გაზის საფასურს უმცირებს საზღვაო ფლოტისთვის იჯარის გახანგრძლივების სანაცვლოდ


რუსეთი დათანხმდა უკრაინას გაზის საფასური 30 პროცენტით შეუმციროს - ნაწილობრივ ყირიმში განთავსებული შავი ზღვის ფლოტისთვის იჯარის ვადის გახანგრძლივების სანაცვლოდ. შეთანხმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის ხარკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გამოაცხადეს. მედვედევმის თქმით, უკრაინა მიიღებს გაზზე ფასდაკლებას, რომელიც „100 დოლარს გაუტოლდება, თუკი [1,000 კუბურ მეტრზე] საფასური 330 დოლარი იქნება - ნაკლები ფასის შემთხვევაში კი ფასდაკლება 30 პროცენტი იქნება.“ იანუკოვიჩმა შეთანხმებას „უპრეცედენტო“ უწოდა.
XS
SM
MD
LG