Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პოლიცია კადიროვის სახელთან აკავშირებს ჩეჩენი ემიგრანტის მკვლელობის საქმეს


ავსტრიის პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გასცა დავალება ავსტრიაში მყოფი ჩეჩენი ემიგრანტის მოტაცების შესახებ, რასაც მისი მკვლელობა მოჰყვა. ამ შინაარსის განცხადება ვენის პროკურატურის პერს-მდივანმა გერჰარდ იაროშმა გააკეთა. ამდენად, კადიროვი ოფიციალურად პირველად დაუკავშირეს უმარ ისრაილოვის მკვლელობას, რომელიც გასული წლის იანვარში ვენაში მოხდა. იაროშის განცხადებით, პოლიციის ინფორმაციით, „როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო მისი მოტაცება და არა მკვლელობა. ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოტაცება ჩაიშალა“.
XS
SM
MD
LG