Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი პრივატიზაციის ახალი ტალღის დაწყებაზე აცხადებს


მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში პრივატიზაციის ახალი, მასშტაბური ტალღა ამ დღეებში - აპრილის ბოლოდან უნდა დაიწყოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რამდენიმე დღის წინ იორდანიაში ვიზიტისას განაცხადა. „ვყიდით ყველაფერს: პორტებს, აეროპორტებს, საავადმყოფოებს. თუმცა, არა იმიტომ, რომ ფული გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიზნესებიდან გამოვიდეს და მათ მეტი თავისუფლება მისცეს”, - ასეთი იყო ნიკა გილაურის განცხადება. მისივე თქმით, პრივატიზაციის ახალი ტალღის ფარგლებში გასაყიდად, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა სამედიცინო დაწესებულება გამოვა. მთავრობისავე მონაცემებით, რამდენიმე ათეული ინვესტორი პრივატიზების პროცესში ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და მათი შესრულების გადავადებას ითხოვს, მიზეზად კი ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს.
XS
SM
MD
LG