Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსიასთან კონტაქტები შეაჩერა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსიასთან კონტაქტები შეაჩერა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა 2010 წლის მარტში ბელორუსიაში ორი მოქალაქის – ანდრეი ჟუკისა და ვასილი იუზეპჩუკის სიკვდილით დასჯა. ასამბლეამ აღნიშნული ფაქტი დაგმო. ”სიკვდილით დასჯა სრული გასაიდუმლოების პირობებში მოხდა, როცა ადამიანის უფლებათა გაეროს კომისიამ დასჯის გადავადება მოითხოვა, რათა ამ პირების საქმეები ბოლომდე შეესწავლა”, - ნათქვამია ევროსაბჭოს ინფორმაციაში. შედეგად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსიის პარლამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტი გაწყვიტა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სტრასბურგში 25 აპრილს გაიხსნა და გუშინ დასრულდა.
XS
SM
MD
LG