Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” უარს ამბობს. მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მთავარ მიზეზად დასახელებულია ის, რომ ოპოზიციის შეთანხმება და ერთიანი, სწორი ტაქტიკით ბრძოლა ვერ მოხერხდა. ოქრუაშვილის პარტია ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნები უკვე გაყალბებულია, რაც საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის ქმედუუნარობასა და არაობიექტურობაზეა დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG