Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა პატიმრის სიკვდილის გამოძიების ბრძანება გასცა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, გასცა ბრძანება, გამოძიებულ იქნას მიზეზები, თუ რატომ გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი მოსკოვის იმავე ციხეში, სადაც შარშან ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი დაიღუპა. მაგნიტსკის სიკვდილს - რომელიც მკურნალობის გარეშე მიმდინარე დაავადებამ გამოიწვია - დიდი აღშფოთება მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რამაც მედვედევი აიძულა მსგავსი შემთხვევების აღკვეთისკენ ნაბიჯები გადაედგა. თუმცა, მისი მცდელობების მიუხედავად, საპატიმრო „მატროსკაია ტიშინაში“ გარდაიცვალა კიდევ ერთი პატიმარი, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული პრობლემები აწუხებდა. მთავარმა ფედერალურმა გამომძიებელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ შემთხვევა გამოძიებულ იქნება - მანამდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ პროკურორებს მოუწოდა, განაჩენის გამოტანის დროს გაითვალისწინონ ეჭვმიტანილის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG