Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პროკურატურას დაავალა ექს-პრეზიდენტ ბაკიევის ექსტრადიციის მოთხოვნა


ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პროკურატურას დაავალა, მიმართოს ზომებს დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადიციის მოსათხოვად. როგორც დროებითი მთავრობის პრეს-მდივანმა უთხრა ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურს, დროებითი მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუმბაევამ დღეს ხელი მოაწერა დადგენილებას ბაკიევისთვის სამართლებრივი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. ამავე დროს, პროკურატურას დაევალა, დაიწყოს გასულ თვეში ბიშკეკში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან ბაკიევის კავშირის გამოძიება. ძალადობამ 85 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბაკიევი ამჟამად ბელორუსიაში იმყოფება. მინსკში, ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ "რეიტერს" განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ბაკიევს ყირგიზეთს არ გადასცემს.
XS
SM
MD
LG