Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატთა მორიგი დებატები გაიმართა


საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაგრძელდა. დებატების ამ, მეორე საღამოს, მასში მონაწილეობდნენ „სოლიდარობის“ კანდიდატი თამაზ ვაშაძე, „დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი დავით იაკობიძე, „მომავალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლაღიძე და „სახალხო დემოკრატების“ კანდიდატი ნიკა ივანიშვილი. ოთხივე ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხელისუფლება გააკრიტიკა ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის, მათი შეფასებით, არასწორი კურსის გამო და დედაქალაქელებს ვითარების გაუმჯობესებას, ასევე ცხოვრების გაიაფებას დაჰპირდა. გუშინ, დებატებში მონაწილეობა მიიღეს გიგი უგულავამ, ირაკლი ალასანიამ, გიორგი ჭანტურიამ, ზვიად ძიძიგურმა და გოგი თოფაძემ. დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
XS
SM
MD
LG