Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერი ლიებორისტული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ აპირებს გადადგეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიდან. ბრაუნის თქმით, იმედი აქვს, რომ მისი მემკვიდრის კანდიდატურა ცნობილი გახდება სექტემბერში, როცა პარტიის ყოველწლიური ყრილობა გაიმართება. ბრაუნმა დღესვე განაცხადა, რომ ლეიბორისტები, რომლებმაც თემთა პალატაში მარცხი განიცადეს კონსერვატორებთან, ახლო მომავალში დაიწყებენ ოფიციალურ მოლაპარაკებას ახალი მთავრობის შექმნის შესახებ ლიბერალ-დემოკორატებთან, რომლებმაც მესამე იყვნენ არჩევნებში. 6 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. დღესვე, კონსერვატორები გამოვიდნენ წინადადებით, მოეწყოს რეფერენდუმი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რაც ლიბერალ-დემოკრატების მთავარი მოთხოვნა იყო.
XS
SM
MD
LG