Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოზეც იმსჯელებენ


დღეს ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ან ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივნები შეიკრიბებიან სტრასბურგში. შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიშელინ კალმი-რეი გაუძღვება ოფიციალურ სხდომას. დღის წესრიგშია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავლის შესახებ უმაღლესი დონის შეხვედრის (ინტერლაკენი, 2010 წლის 18-19 თებერვალი) გაგრძელება; ევროპის საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში;
ურთიერთობები ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის; ევროპის საბჭოს რეფორმირების პროცესი. სესიის დასასრულს, “იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია” შვეიცარიისაგან მომავალი ექვსი თვის ვადით გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. მიშელინ კალმი-რეი წარმოადგენს ანგარიშს გასული ექვსი თვის მანძილზე შვეიცარიის მიღწევების შესახებ, “იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის” საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშევსკი კი წარმოადგენს მისი ქვეყნის პროგრამულ პრიორიტეტებს. პრესკონფერენცია მიშელინ კალმი-რეისთან, ანტონიო მილოშევსკისთან და გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან გაიმართება ევროპის სასახლეში 15 საათზე გაიმართება. ევროსაბჭოს მინისტერიალს ქართული დელეგაციაც დაესწრება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია უხელმძღვანელებს. ქართული მხარე რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრებს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს მინისტრების ინფორმირება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
XS
SM
MD
LG