Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ყირგიზეთში ერთი ადამიანი შეიწირა მთავრობისა და ბაკიევის მომხრეებს შორის შეტაკებამ


ყირგიზეთში ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა ჭრილობების შედეგად, რომლებიც მას სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადში დღეს დაპირისპირების დროს მიაყენეს. დაშავებულია 37 პირი. შეტაკება დროებითი მთავრობის და დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებს შორის მოხდა. სროლის ხმა გაისმა, როცა მთავრობის მომხრეების დიდმა ჯგუფმა კონტროლი აღადგინა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაზე ჯალალ-აბადში. მანამდე, მთავრობის მომხრეებმა კონტროლი აღადგინეს ასევე სამხრეთში მდებარე ოშის ადმინისტრაციულ შენობაზე, ბაკიევის მომხრეებთან დაპირისპირების შემდეგ. ბაკიევის მომხრეები გუშინ შეიჭრნენ სამხრეთში მდებარე სამი ქალაქის - ოშის, ჯალალ-აბადისა და ბატკენის - ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობებში.
XS
SM
MD
LG