Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა


დღეს მოსკოვში რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთის საელჩო გაიხსნა. ცერემონიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია და რუსეთში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, ნიკარაგუისა და სირიის ელჩები დაესწრნენ. მოსკოვში აფხაზეთის საელჩოს გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი უკანონობა უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ფაქტს ადეკვატურად შეაფასებს.
XS
SM
MD
LG