Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სამხედრო მოქმედების არეალს აფართოვებს


აშშ-მ გააფართოვა საიდუმლო სამხედრო მოქმედება ირანში, საუდის არაბეთში, სომალისა და რეგიონის სხვა ქვეყნებში სამხედრო დაჯგუფებების გასანადგურებლად და საფრთხის გაუვნებელყოფისთვის. ”ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა სექტემბერში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც შესაძლებელი ხდება ამერიკის საგანგებო დანიშნულების ჯარის ნაწილების გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და სომალის ყურეში როგორც მეგობრულ, ისე მტრულ ქვეყნებში. ამით შესაძლებელია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და ადგილობრივ ძალებთან კავშირის დამყარება. ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, პეტრეუსის აღნიშნული ბრძანებით, შესაძლებელი იქნება შესაძლო სამხედრო თავდასხმებისთვის ნიადაგის მომზადებაც, თუკი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბება.
XS
SM
MD
LG