Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეიმურაზ გაბაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის მერვედფინალშია


პარიზის „როლან გაროს“ საჩოგბურთო კორტებზე მიმდინარე საფრანგეთის ღია ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი თეიმურაზ გაბაშვილი. მესამე წრეში 25 წლის გაბაშვილმა მოულოდნელად იოლად, სამ სეტში დაამარცხა მეექვსე ნომრად განთესილი ამერიკელი ენდი როდიკი (6:4, 6:4, 6:2) და მერვედფინალში გავიდა. პირველსა და მეორე წრეებში გაბაშვილმა ასევე სეტის წაუგებლად მოუგო ავსტრიელ დანიელ კიოლერერსა (6:2, 6:2, 6:1) და სლოვენიელ გრეგა ჟემლიას (6:3: 6:1, 6:1). მერვედფინალში გაბაშვილის მეტოქე იქნება ავსტრიელი იურგენ მელცერი.
XS
SM
MD
LG