Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებს ყველაზე კარგად ორგანიზებულად მიიჩნევს


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებს საქართველოში დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე კარგად ორგანიზებულად მიიჩნევს. მისი შეფასებით, როგორც ჩანს, ცსკ-მ თავისუფალ გარემოში კარგად იმუშავა. ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და თავად არჩევნების დღეც მშვიდია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ ხალხში მეტად იარა, პრობლემები მოისმინა და კონკრეტულ საკითხებზე საუბრობდა.
XS
SM
MD
LG