Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის გარშემო მოლაპარაკება დაიწყო


ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა დაიწყო დღეს მოლაპარაკება ამ ქვეყანაში ორი დღის წინ ჩატარებული არჩევნებისშემდგომი ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. მიმომხილველთა უმეტესობა მოელის, რომ შეიქმნება ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია „სამოქალაქო-დემოკრატიულ“ და ორ მცირე პარტიას, „ტოპ 09-სა„ „საზოგადოებრივ საქმეებს“ შორის. ისინი ერთად 118 ადგილს დაეპატრონენ, რითაც პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა ექნებათ. მოლაპარაკაბაში ეს სამი პარტიაა ჩაბმული. კლაუსმა პირველი მიიწვია სოციალ- დემოკრატების, არჩევნებულში ხმათა უმრავლესობის მქონე პატრიის, ახალი ლიდერი, სობოტკა. სოციალ-დემოკრატების, მოლოდინთან შედარებით წარუმატებლობას მოჰყვა პარტიის ლიდერის, პაროუბეკის გადაგომა.
XS
SM
MD
LG