Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი არჩევნები ახალ კონსტიტუციაზე იქნება დამოკიდებული


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში უახლოესი არჩევნები, თუ უფრო მეტხანს არა, მინიმუმ 2 წელი მაინც არ იქნება, რადგან არ იცის, ზუსტად როგორ ჩამოყალიბდება ახალი კონსტიტუცია. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების წინ არ მუშაობს და მთავრობას მობილიზებებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი დაპირებებს ასრულებენ, ამიტომ მთავრობამ მუშაობა უნდა განაგრძოს და უახლოესი 2 თვის განმავლობაში შვებულება არავის ექნება. სააკაშვილის თქმით, ივლისის ბოლომდე იმუშავებს პარლამენტიც, რომელმაც ყველა აუცილებელი კანონი, მათ შორის საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და ეკონომიკური თავისუფლების აქტი დროულად უნდა დაამტკიცოს. "ყოველგვარი აშლილობისა და არეულობის სცენარი უკან დარჩა და ქვეყანას სტაბილურობისა და განვითარების პერიოდი აქვს” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ის დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება.
XS
SM
MD
LG