Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნებს გაწევრიანებას პირდება


ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან დღეს სარაევოში გამართული შეხვედრა გამოიყენა მათი დარწმუნებისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კარი მათთვის კვლავაც ღიაა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიგელ ანხელ მორატინოსი ხორვატიის, ბოსნიის, სერბიის, ალბანეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიისა და კოსოვოს წარმომადგენლებს ესაუბრა „იმედის, მშვიდობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის“ მომავალზე. ჯერჯერობით ამ ქვეყნებიდან არც ერთისთვის არ მიუნიჭებიათ გაწევრიანებისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია, თუმცა ევროკავშირში ამჟამად არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ბალკანეთის ეს ქვეყნები ბლოკში გაწევრიანებას ესწრაფვიან. შეხვედრა თავდაპირველად სამიტად იგეგმებოდა. მაგრამ ის არაოფიციალურ მოლაპარაკებად გადაკეთდა კოსოვოს საკითხზე სერბიის პოზიციის გამო. ბელგრადი უარს ამბობს კოსოვოს მიერ სერბიისაგან 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე. როგორც იუწყებიან, ერთდღიანი შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG